22 თებერვალი, 2017

დატკბით ნინო ქათამაძის უნიკალურობით

თითქმის არავინ დავობს იმაზე, რომ მომღერალი ნინო ქათამაძე სრულიად ორიგინალური და განუმეორებელია თავისი სიმღერის მანერით.

მისი მიერ შესრულებული ახალი თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მუსიკალური კომპოზიციები მსმენელში დიდ მოწონებას და აღტაცებას იწვევს. ნინო ქათამაძის კონცერტების მიმართ ინტერესი უსასრულოდ დიდია როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ნინო ქათამაძე წარმატებით თანამშრომლობს არა მარტო ჯგუფთან “ინსაითი”, არამედ ანსამბლებთან “რუსთავი” და “შვიდკაცა”. სწორედ “შვიდკაცას” მომღერლებთან ერთად შესრულებული სიმღერები “საით მიფრინავენ თოლიები” და “კახეთო ჩემო კახეთო” გავრცელდა ინტერნეტში.

“არტ ინფო” გთავაზობთ ორივე სიმღერის ჩანაწერს და გაძლევთ შანსს დატკბეთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ ნინო ქათამაძე ნამდვილად ერთადერთი და განუმეორებელია.