9 თებერვალი, 2017

დააბრუნეთ იაკობ გოგებაშვილის დედა ენა!

იაკობ გოგებაშვილის დედა ენამ თაობები გამოზარდა და ქართულად წერა და კითხვა ათასობით ადამიანს ასწავლა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს წიგნი სულ სხვა გამოცემებით ჩანაცვლდა.

მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით, უნდა დაბრუნდეს თუ არა იაკობ გოგებაშვილის დედა ენა საჯარო სკოლებში.

საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელზე სპეციალური მანიფესტი გავრცელდა, სადაც ხელისმომწერნი მოითხოვენ დაბრუნდეს იაკობ გოგებაშვილის დედა ენა საჯარო სკოლებში.