22 თებერვალი, 2017

ასეთი დუეტი ჯერ არ მოგისმენიათ

რეპერი ემინემი მსოფლიო ესტრადაზე გამოჩენისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში თავისი ორიგინალურობით და ექსცენტრიკულობით.

მისი ალბომები მილიონობით ტირაჟით იყიდება, კონცერტებზე კი სრული ანშლაგებია. ემინემის ახალ სიმღერებს მილიონობით ერთგული მსმენელი მოუთმენლად ელოდება.

და, აი, ინტერნეტში გამოჩნდა ემინემის ყველაზე ორიგინალური დუეტი, რომელსაც ის არც მეტი, არც ნაკლები, თუთიყუშთან ერთად “ასრულებს”.

სიმღერას “The Monster” ჰქვია და ორიგინალში მას ემინემი და რიანა მღერიან.