4 თებერვალი, 2017

“არ მინდა დანევროზებული საზოგადოება გავაღიზიანო, მაგრამ…”

მუსიკოსი შოთა გოგოძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარეობს კარგად დაგეგმილი პროგრამის წარმატებით განხორციელება, რაც საქართველოს განადგურებას გულისხმობს.

შოთა გოგოძე:

“არ მინდა ისედაც ანერვიულებული და დანევროზებული ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი გავაღიზიანო, მაგრამ…

ჩემი მოქალაქეობრივი დაკვირვებით და უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან – ჩვენს ქვეყანაში ხდება მიზანმიმართული განადგურება თუ რამ სიკეთე ყოფილა, არა აქვს მნიშვნელობა წინა ხელისუფლებას, თუ იმის წინას.

ხელისუფლების და მმართველების უპირველესი ვალია და მაგიტომ ირჩევენ მოქალაქეები, რომ ნებისმიერ სოციალური თუ კულტურულ პოლოტიკური მდგომარეობა და ყოფა უფრო გააუმჯობესონ, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს საქმე ხელოვნურად ქვეყნის დანგრევის კარგად დაგეგმილ პროგრამასთან, რომელსაც წარმატებით ანხორციელებენ და კარგ ფინანსურ დახმარებასაც იღებენ ამისათვის.

პირველი დარტყმა მიაყენეს კულტურას, სადაც ხელფასების დაკლება…

მუზეუმებში ვითომ რეფორმებით შენიღბული პროგრამა ჩაუშვეს და ბოლო რამოდენიმე თვეა 30% პროცენტამდე მცირდება ხელფასები.

უკვე იდება ახალი კონტრაქტები 1-თვიანი და ადამიანები, ამ სფეროს თანამშრომლები სერიოზულად დანერვოზებულები არიან და დასტრესილები..

სიმფონიურ ორკესტრებს, საგუნდო კაპელებს, მუსიკალურ სკოლებს აკლდებათ (უკვე მოაკლდათ) დაფინანსებები და გაუსაძლისი სიტუაციაა შექმნილი…

დაიწყო ქართული ჯარის და სამხედრო სტრუქტურის მიზანმიმართული დაშლა განადგურება სამხედრო მოსამსახურეების უსაფუძვლო განთავისუფლება (საუბარია დამსახურებული სამხედრო მოსამსახურეებზე მართლა გმირებზე, იმ სამხედროებზე, რომელთაც ბოლო 10 წლის განმვალობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად ბევრი ადამიანი გადაარჩინეს და იხსნეს სხვადასხვა განსაცდელისგან)…

თუ ასე გაგრძელდა, თუ დაჭირდა ქვეყანას, ელემენტარულად იარაღის ხელში დამჭერი გამოცდილი კადრი აღარ ეყოლება.
შემდეგი სამიზნე რუსთავის ქარხანა…
ადამიანები დაითხოვეს სამსახურიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე…

ვინ იქნება შემდეგი…

და რას ვაკეთებთ ჩვენ? ასე ვუყუროთ გულზე ხელ დაკრეფილებმა?”