10 თებერვალი, 2017

არეტა ფრანკლინი სცენას ემშვიდობება

მსოფლიო ლეგენდა არეტა ფრანკლინი სცენას ემშვიდობება. გადაწყვეტილება სოულის დედოფალმა უკვე მიიღო და გაასაჯაროვა კიდეც. 2017 წელს მას პენსიაზე გასვლა აქვს გადაწყვეტილი. როგორც მომღერალმა განაცხადა, თავის შვილიშვილებთან უფრო მეტი დროის გატარება სურს.

თუმცა მაყურებელთან დამშვიდობებამდე არეტა ფრანკლინი მათ საჩუქრად ახალ ალბომს დაუტოვებს, რომელზეც სტივ უანდერთან ერთად მუშაობს.

წელს ვარსკვლავს 75 წელი უსრულდება, აქედან 60 წელი სცენაზე აქვს გატარებული. მომღერლის ანგარიშზეა 40 სტუდიური ალბომი. ის პირველი ქალია, რომლის სახელმა როკ ენ როლის დიდების მუზეუმში საპატიო ადგილი დაიკავა.

გასულ წელს არეტა ფრანკლინს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. ამის გამო, დაგეგმილი კონცერტების ნაწილის გაუქმებაც გახდა საჭირო.