“წითელი ზონა” დახურეს?

7 თებერვალი, 2017

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის განვითარების ხედვა წარმოადგინა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ არხზე არსებული გადაცემები იხურება. დახურულ გადაცემათა ჩამონათვალში მოხვდა გადაცემა “წითელი ზონაც”.

გადაცემის ავტორმა გოგი გვახარიამ ამ თემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:

“კვაზისააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს გვახარიამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა რომ ამ შაბათს “წითელი ზონის” ბოლო გადაცემა გადის.

რაც სიცრუეა – ჩვენ ვაგრძელებთ ძველებურად მუშაობას, უკვე მზად გვაქვს 5 გადაცემა… და გავაგრძელებთ, სანამ “რადიო თავისუფლება” ოფიციალურად არ მიიღებს წერილს გადაცემის დახურვის (თუ შეჩერების) შესახებ.”

გააზიარეთ

 
...