“სადამდე უნდა იჯიჯგნოს ჩემი სამშობლო?”

7 თებერვალი, 2017

– მაინტერესებს, სადამდე უნდა იჯიჯგნოს ჩემი სამშობლო ხან ერთი, ხან მეორე და ხან მერამდენე მეზობლისგან? – კითხულობს პოეტი გელა დაიაური და ხელისუფლებას მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხების გაცემას სთხოვს.

გელა დაიაური:

“ქართველო პატრიოტებო, ვინმემ იცით დეტალები ბათუმში სკოლების თემასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე? საუბარია შაჰინის სახელობის საჯარო სკოლაზე და თურქეთის ახლანდელი ხელისუფლების მიერ გახსნილ ახალ თურქულენოვან სკოლასთან დაკავშირებით.

იქნება ღიად თქვან ხელისუფალთ, რა იმალება და რას უკავშირდება ეს პრობლემა… თურქეთი ქვეყანაში სკოლას რომ გიხსნის, ისე რომ არ გეკითხება სახელმწიფოს არაფერს და რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე იკიდებს შენს კანონმდებლობას, რატომ ხართ ჩუმად?

ჟურნალისტთა კორპუსმა იქნებ უფრო ღრმად შეისწავლოს ეს თემა და კარგად და ღიად გაშუქდეს… მაინტერესებს, სადამდე უნდა იჯიჯგნოს ჩემი სამშობლო ხან ერთი, ხან მეორე და ხან მერამდენე მეზობლისგან?”

გააზიარეთ

 
...