დევიდ კომას ახალი კოლექცია ჩოხის ელემენტებით

21 თებერვალი, 2017

მიუგლერის კრეატიულმა დირექტორმა, ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომამ ლონდონში გამართულ მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარმოადგინა.

2017-18 წლის შემოდგომა-ზამთრის კოსტიუმებში დიზაინერმა პირველად გამოიყენა ეროვნული მოტივები და კოლექციაში ჩოხის ელემენტები აქტიურად გამოიყენა.

როგორც თავად დიზაინერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოლექციის შექმნისას შთაგონების მთავარი წყარო ძველი ქართული სამოსი ჩოხა და ცეკვა “ქართული” იყო.

ჩოხის ელემენტების გარდა, დევიდ კომამ ახალი კოლექციის შესაქმნელად გამოიყენა ბეწვი, ტყავი, მეტალის ელემენტები.

მსოფლიო მოდის კრიტიკოსებმა მიუგლერის ქართველი ხელმძღვანელის ახალი კოლექცია დადებითად შეაფასეს.

გააზიარეთ

 
...