განიკურნეთ მოცარტის მუსიკით

28 თებერვალი, 2017

მედიკოსები აღიარებენ, რომ მუსიკოთერაპია ადამიანის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.

სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, თუმცა ყველაზე ეფექტური ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკაა.

“მოცარტის ეფექტი” – ასე უწოდებენ ექიმები მკურნალობის მეთოდს, რომელშიც მხოლოდ ამ კომპოზიტორის ნაწარმოებები ჟღერს.

მედიკოსების მტკიცებით, მოცარტის ნაწარმოებები დადებითად მოქმედებს არა მარტო ჯანმრთელობაზე, არამედ ადამიანის სილამაზეზეც. მისი მუსიკა არც ნელია და არც სწრაფი, არც ხმაურიანია და არც ჩუმი, თუმცა ამაზე კამათიც შეიძლება – თუკი გავიხსენებთ მისი სიმფონიების პირველ ნაწილებს ან უვერტიურებს მოცარტის ოპერებიდან.

მოცარტის მუსიკას მედიკოსები რეკომენდაციას უწევენ სტრესის მოსახსნელად, თავის ტკივილის დროს, სასწავლო მასალის ეფექტურად ათვისებისთვის, ექსტრემალური სიტუაციებისას.

ვისკონსის უნივერსიტეტში მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვებების და მუშაობის შემდეგ, დაადგინეს, რომ მოცარტის მუსიკა გავლენას ახდენს ადამიანის გონებასა და ფიზიოლოგიაზეც. მას შემდეგ, რაც სტუდენტებს მოასმენინეს მოცარტის სონატა ორი ფორტეპიანოსთვის დო მაჟორი, მათ გამოცდებზე გაცილებით კარგი შედეგები დადეს. სხვა კვლევებითაც დადგინდა, რომ მოცარტის მუსიკა ტვინზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს.

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ინსტრუმენტი, რომელზეც ნაწარმოები სრულდება. კლარნეტი სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს, სიმებიანი საკრავები დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ფლეიტა კი ფილტვებისა და ბრონქების მკურნალია.

გააზიარეთ

 
...