9 იანვარი, 2017

“ხელოვანების პროტესტი ხელისუფლებას!”

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ოპტიმიზაციის პროცესი სახელოვნებო სფეროსთვის მტკივნეული აღმოჩნდა – თანამშრომლების გათავისუფლება და ხელფასების შემცირება ხელოვანებისთვის რადიკალურად მიუღებელია.

პაროდისტი, მსახიობი და რეჟისორი მამუკა ლომაშვილი კოლეგებს პროტესტისკენ მოუწოდებს:

“ხელოვანების პროტესტი ხელისუფლებას!!! დიახ, ასე უნდა უპასუხონ სახელოვნებო დაწესებულებებიდან თანამშრომლების გამოშვებაზე!!!!

ერთი დღე მაინც არ ვითამაშოთ სპექტაკლი, არ ჩავატაროთ კონცერტი, არ ვიმღეროთ ბარებში და რესტორნებში…

რა ქნას ამ ხალხმა? ასფალტს დააგებინებთ, თუ გიდებად გადაამზადებთ? 1 დღე მაინც გამოვხატოთ პროტესტი!!!!”