7 იანვარი, 2017

“რომ მოვლენ და გაგაფრთხილებენ, რომ უნდა წახვიდე…”

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთევან კიკნაძე შობის დღესასწაულზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მის თეატრსა და კინოში ნახევარსაუკუნოვან მოღვაწეობას ეხება და სევდიანი დასასრული აქვს.

ქეთევან კიკნაძე:

“რომ მოვლენ და გაგაფრთხილებენ, რომ შენ, ფაქტიურად უნდა წახვიდე, რა ხასიათზე დადგები. ნახევარი საუკუნე ვემსახურე ქართულ თეატრსა და კინოს, ასევე ჩემი კოლეგები, თ.არჩვაძე, ანთაძე, გოგიჩაიშვილი, სხირტლაძე, ბერიკაშვილი და კიდევ სხვები. მერე ვიღაც ლაწირაკი და შენი გაკეთებული… მოვა და გეტყვის ახლა კმარაო, თითქოს აქამდე აგავსეს, როგორია.

არც ადამიანური პატივისცემა, არც შენი მდგომარეობა, არც ელემენტარული ეთიკა, ტაქტი, აი, მაშინ კი მათზე მაღლა დადგები ელემენტარულად.

მხოლოდ გული გეტკინება, იმაზე რომ, ასე უღიმღამოდ დასრულდა თითქოს ყოველივე. მაინც მხნედ ვარ, იმიტომ რომ ასეთ სიმდაბლეს ვხედავ.”