28 იანვარი, 2017

ნინი შერმადინი ამერიკულ ნიჭიერში

მომღერალი ნინი შერმადინი სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან გახდა პოპულარული. ის ფართო საზოგადოებამ გადაცემით ”ნუცას სკოლა” გაიცნო.

ნინიმ საქართველო საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზეც წარადგინა და წარმატებებსაც მიაღწია.

იურმალაში კონკურსზე ”ახალი ტალღა” ალა პუგაჩოვას პრიზი დაიმსახურა, ბერძნულ “იქს ფაქტორში” მეორე ადგილი დაიკავა, ამჯერად კი ამერიკულ ”ნიჭიერში” მონაწილეობს.

ნინი საქართველოდან წლების წინ წავიდა. კარიერული ზრდისთვის მან არჩევანი ამერიკაზე გააკეთა და როგორც თავად ამბობს, არც შემცდარა.