15 იანვარი, 2017

ზურა ყიფშიძე საუკეთესოდ დასახელდა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზურა ყიფშიძე საუკეთესოდ დასახელდა.

თეატრისა და კინოს მსახიობს საუკეთესო მსახიობის ტიტული მიენიჭა.

ეს ჯილდო ზურა ყიფშიძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თეატრში დაბრუნებისა და ახალი როლისთვის მიიღო.

რეჟისორმა ზურა გეწაძემ კინომსახიობთა თეატრში უილიამ შექსპირის “მეფე ლირი” დადგა, სადაც მთავარი – მეფე ლირის როლი – ზურა ყიფშიძემ შეასრულა.

სპექტაკლმა მაყურებელში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა და დღემდე სრული ანშლაგებით მიმდინარეობს.