ხმამაღლა ვაცხადებ – ნაძირალაა!

27 იანვარი, 2017

მსახიობ გია როინიშვილის და რეჟისორ ქეთი დოლიძის დაპირისპირება პიკს აღწევს. ორივე მხარეს თავისი ბრალდებები და არგუმენტები აქვს, რომლებსაც მოწინააღმდეგეს უყენებს.

გია როინიშვილის გაღიზიანება ქეთი დოლიძის ინტერვიუმ გამოიწვია და მსახიობმა მას სახალხოდ ნაძირალა უწოდა:

“ვუსმინე ქეთი დოლიძის ინტერვიუს ,,იბერიაზე” – ხმამაღლა ვაცხადებ პირველად, (სახალხოდ) – ნაძირალაა!

რის სასამართლო?! რის სამართალი?! ცალფეხზე ჰკიდია… ეს დედაკაცი მორალიდან და ზნეობრიობიდან გასულია ძალიან შორს!!!

ეს ის შემათხვევაა, როცა ყველანაირი ცივილურობა აზრს კარგავს! სამწუხაროა… ეს პროფესიონალი თვალთმაქცი და მოღალატე ,,ღალატზე” ლაპარაკობს!

რატომ ღმერთი არ გაიცინებს?! ალბათ ერთ-ერთი ბოლო ვარ ვინც ამას ამბობს! სამწუხაროა.”

გააზიარეთ

 
...