7 იანვარი, 2017

“ქრისტეშობა” – ლექსი, რომელიც შობას ყველაზე მეტად უხდება

“ქრისტეშობა” – ასე ჰქვია ლექსს, რომელიც ამ დიდებულ დღესასწაულს ყველაზე მეტად უხდება:

“ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს-უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა,
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე,
ზეცად ასულს უკან გაგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ, მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა!
მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა,
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს,
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი-იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს.
ჭეშმარიტად! – კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.
თუმცა, შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წარწყმედილი ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი – უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად.”

ზვიად გამსახურდია

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...