ქართველი მოდელი პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე

24 იანვარი, 2017

საფრანგეთის დედაქალაქმა პარიზის მაღალი მოდის კვირეულს უმასპინძლა.

სიყვარულის ქალაქში მსოფლიოში აღიარებულმა დიზაინერებმა 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები წარადგინეს.

რალფ & რუსოს ოტ კუტიურის ჩვენებაში მონაწილეობა ცნობილ მოდელებთან ერთად ქართველმა ანა შელიამაც მიიღო. ჩვენება ალესანდრა ამბროსიომ დახურა.

პარიზის მაღალი მოდის კვირეულების ფარგლებში პოდიუმზე სულ სამ ქართველ მოდელს აქვს გავლილი. პირველი თათია ახალაია იყო, შემდეგ თაკო ნაცვლიშვილი, წელს კი ეს პატივი ანა შელიას ერგო.

გააზიარეთ

 
...