8 იანვარი, 2017

საქველმოქმედო საღამო ახმეტელის თეატრის მსახიობის გადასარჩენად

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება ახმეტელის თეატრის მსახიობის ვალერი ტორონჯაძის დასახმარებლად ჩატარდება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

23 იანვარს დაგეგმილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანდრია გველესიანი, ნიკოლშოუ, დათო არჩვაძე, გიორგი პავლიაშვილი იგივე მასტერი, გიორგი ცხადაძე, ლელა სტურუა, ჯგუფი იქსი.

საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...