საქართველო და თბილისი შერლოკის ახალ სერიაში

2 იანვარი, 2017

ტელეკომპანია BBC-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი “შერლოკი” ახალი წლის პირველივე დღეებში მეოთხე სეზონით დაბრუნდა ეთერში.

მეოთხე სეზონის პირველ სერიაში მთავარი აქცენტი საქართველოსა და თბილისზე გაკეთდა. სერიალში ჩანს ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშაც.

სცენარის მიხედვით, მთავარი მოვლენები წარსულში თბილისში განვითარდა და მთელი სერიის განმავლობაში საქართველო და თბილისი ძალიან ბევრჯერ არის ნახსენები.

მეოთხე სეზონის მეორე და მესამე სერია BBC-ზე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში იქნება ნაჩვენები. იქნება თუ არა მოვლენების ეპიცენტრი კვლავ საქართველო და მისი დედაქალაქი, ჯერჯერობით უცნობია.

გააზიარეთ