9 იანვარი, 2017

ოკუპანტებმა აფხაზეთში ტაძარი დაანგრიეს

რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის სოფელ წებელდაში ტაძარი დაანგრიეს.

ეკლესია, რომელიც სოფლის სასაფლაოზე მდებარეობდა, XIX საუკუნით იყო დათარიღებული.

რუსი სამხედროები ამ ადგილას წვრთნების ჩატარებას აპირებენ, მანამდე კი ეკლესია მძიმე ტექნიკის დახმარებით დაანგრიეს. განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებიც. ტაძარიც აღარ არსებობს და მისი აღდგენაც შეუძლებელია.

ინფორმაციას ტაძრის ნგრევასთან დაკავშირებით “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...