7 იანვარი, 2017

ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ

“ნიჭიერისა” და “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ. შემთხვევა შობის დღესასწაულზე მოხდა.

ინფორმაცია დაზარალებულმა თავად გაავრცელა:

“დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს.

პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. პირობას ვდებ, მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება!”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...