10 იანვარი, 2017

”ადამიანებო, გთხოვთ, ერთმანეთს ვაპატიოთ”

ჯგუფის “მგზავრები” სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის და ნინი დედალამაზიშვილი ნიკა გვარამიას მიერ მისი ოჯახის შეურაცხყოფას იხსენებს.

ნინი დედალამაზიშვილი:

“ნიკა გვარამიამ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ოდესღაც. სიტყვიერი შეურაცხყობა და ბულინგი ჩემი ოჯახის მიმართ ყველანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას უდრიდა, მაგრამ მე დღეს ვამბობ, რომ ძალადობა შობს ძალადობას.

ადამიანმა მამა დაკრძალა! სოლიდარობა ნიკა გვარამიას! მე დღეს მისკენ ვარ და იმ ადამიანებისკენ, ვინც იქ იყვნენ მასთან ერთად.

ძალადობას გამართლება არ აქვს. დისკუსიის ალტერნატივა მუშტი არასდროს არ უნდა იყოს! ეს ცუდია ჩვენი შვილებისთვის!!!

ციხე ადამიანებისთვის არაა და რატი ციხეში არ უნდა ჩაჯდეს!!!

ადამიანებო, გთხოვთ, ერთმანეთს ვაპატიოთ ამაზე დიდი ცივილიზაცია არ არსებობს.

ეს არის ეშმაკის ბორბალი, რაც ჩვენი შვილებისთვის არის ცუდი.”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...