ლიზა ბათიაშვილის ალბომი საუკეთესოა

9 იანვარი, 2017

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად და მევიოლინედ არის მიჩნეული.

ლიზა გერმანიაში ცხოვრობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს კონცერტებს წამყვან ორკესტრებთან და ცნობილ დირიჟორებთან ერთად.

უცხოურმა გამოცემამ GRAMOPHONE.CO.UK ლიზა ბათიაშვილის ალბომი საუკეთესოდ დაასახელა. იანვრის თვის საუკეთესო ალბომების რეიტინგში ქართველი მევიოლინეს ალბომი პირველ ადგილზეა.

ლიზა ბათიაშვილმა ალბომი ფრანგ დირიჟორთან და პიანისტთან დანიელ ბარენბოიმთან და ბერლინის სახელმწიფო კაპელასთან ერთად ჩაწერა. ალბომში შესულია ჩაიკოვსკის, სიბელიუსის სავიოლინო კონცერტები.

გააზიარეთ