10 იანვარი, 2017

თბილისის საერთაშორისო აღიარება

საქართველოს დედაქალაქი თბილისი არაერთხელ მოხვდა მსოფლიო ყურადღების ცენტრში როგორც საუკეთესო ქალაქი.

თბილისს კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ “telegraph” და იმ ადამიანებს, ვისთვისაც მოგზაურობა და საინტერესო ადგილების აღმოჩენა ცხოვრების წესია, ჩვენს ქალაქში ჩამოსვლა ურჩია.

„21 ევროპული ქალაქი, სადაც მოგზაურობაზე არასოდეს გიფიქრით, მაგრამ მათი ნახვა აშკარად ღირს” – ასეთია სტატიის სახელწოდება და მასში მოგზაურობისთვის ყველაზე საინტერესო ევროპული ქალაქებია დასახელებული.

პირველ ადგილზე იტალიის ქალაქი ბერგამოა, თბილისი კი ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ “თბილისი ეს არის ქალაქი, სადაც თანამედროვე შენობები და ძველი ტრადიციული აივნიანი სახლები ერთმანეთს საოცრად ერწყმიან. საქართველოს დედაქალაქს ემატება ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები.”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...