თბილისის ნაძვის ხე ულამაზესთა ჩამონათვალშია

5 იანვარი, 2017

მას შემდეგ, რაც მხატვარმა მურაზ მურვანიძემ თავისუფლების მოედანზე მდგარი წმინდა გიორგის ძეგლი ორიგინალური ნაძვის ხის შესაქმნელად გამოიყენა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, წმინდა გიორგის კაბა ჩააცვაო, ყოველ წელს მურაზ მურვანიძის დიზაინით შექმნილი ნაძვის ხე ხან ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხეების ჩამონათვალშია, ხანაც – ყველაზე საუკეთესოების.

გამონასკლისი არც წელს მოხდა. თბილისის მთავარი ნაძვის ხე ყველაზე ლამაზად და ორიგინალურად დასახელდა და რჩეულ 13 ნაძვის ხეს შორის მოხვდა.

საქართველო ესტონეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრაზილიის, პორტუგალიის, კოლუმბიის, ესპანეთის, ლიტვის, ჩინეთისა და სინგაპურის ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, სადაც ყველაზე ლამაზი და ორიგინალური ნაძვის ხეებია.

”13 ნაძვის ხე, რომელთა სილამაზე გულს გაგიჩერებთ” – ასეთია AdMe.ru-ს სტატიის სახელწოდება და რჩეული ნაძვის ხეების ფოტოებს აქვეყნებს.

ესტონეთი

 

ბრაზილია

 

პორტუგალი

 

საფრანგეთი

 

კოლუმბია

 

ესპანეთი

 

ლიტვა

 

საქართველო

 

ამერიკის შეერთებული შტატები

 

ჩინეთი, სიანი

 

სინგაპური

 

პოლონეთი

 

ჩინეთი, ტაიბეი

 

გააზიარეთ