„ბემბის“ მხატვარი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 იანვარი, 2017

დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური ფილმის “ბემბი” მხატვარი ტირუს ვონგი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ. ვონგის გარდაცვალებას ეხმაურება უოლტ დისნეის ოჯახის მუზეუმიც:

“დისნეის ლეგენდარული მხატვარი, ტირუს ვონგი, თავისი ნახატების მარტივი კომპოზიციით უფაქიზეს გრძნობებს აღვიძებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი დისნეის სტუდიისთვის მხოლოდ სამი წელი მუშაობდა, შეუძლებელია დავივიწყოთ მისი გავლენა ანიმაციური პერსონაჟის „ბემბი“ მხატვრულ კომპოზიციაზე.“

ტირუს ვონგმა 1938 წელს დამწყებ მხატვრად დაიწყო მუშაობა დისნეის სტუდიაში, სადაც მიკი მაუსის ესკიზებს ქმნიდა. სრულიად მოულოდნელად მის სახლში სტუმრად მისულმა უოლტ დისნეიმ მხატვრის მიერ დახატული “ბემბის” ესკიზები ნახა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. უოლტ დისნეიმ მხატვართან ერთად საკულტო პერსონაჟის მონახაზზე იმუშავა და ასე დაიბადა “ბემბი”, რომელიც ათეული წლებია მაყურებელს სითბოთი და სიყვარულით ავსებს.

დისნეის შემდეგ, ტირუს ვონგმა 26 წლის განმავლობაში Warner Brothers–ში იმუშავა.

გააზიარეთ

 
...