12 იანვარი, 2017

ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი აღდგენილია

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების აღდგენამ ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო.

რესტავრატორები ხანგრძლივი და საკმაოდ შრომატევადი მუშაობის შედეგად ნიკალამ ნამუშევრებს პირვანდელ სახეს უბრუნებენ და დამთვალიერებელთა სამსჯავროზე გამოაქვთ.

13 იანვარს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ,,სვირი” პრეზენტაცია გაიმართება.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა იქნება 39 წლის შემდეგ, პირველად იხილოს სურათი ,,სვირი”. ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი მუზეუმმა 1930 წელს შეიძინა. მანამდე ,,სვირი” გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. 1930 წლიდან დღემდე ის სულ სამჯერ გამოიფინა. ბოლო გამოფენის შემდეგ, მძიმე დაზიანებების გამო, ნამუშევარი ფართო საზოგადოებას აღარ უნახავს.

ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ სურათს ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ ,,სვირი” პირველად იფინება დამთვალიერებელთათვის.

ამ სურათთან ერთად, მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება ,,ნადირობა ინდოეთში” და ,,დათვი მთვარიან ღამეს”.