22 დეკემბერი, 2016

ჯადოსნური საჩუქრები ხელოვნების სასახლეში

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ყველა გამალებულ სამზადისშია.

კულტურული დაწესებულებები საახალწლო რეპერტუარს ადგენენ, მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები კი დამთვალიერებელს განსაკუთრებულ ექსპოზიციებს უმზადებენ.

ხელოვნების სასახლე წინასაახალწლოდ ნამდვილი ფერიებისა და ელფების შემოქმედებას გამოფენს. ანგელოზები, პეპლები, ნაძვის ხეები, ნაძვის ხის ორიგინალური სათამშოები, ჩიტები, თევზები, მამლები – ჯადოსნური საჩუქრები ხელოვნების სასახლეში მრავლადაა.

24 დეკემბერს სასახლეში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

“მხოლოდ ჩვენს სასახლეში, ნამდვილი ფერიებისა და ელფების შემოქმედება, ასეთი ნივთები მხოლოდ საახალწლოდ წელიწადში ერთხელ მზადდება. მოდით და ნამდვილი ზღაპრული სასახლიდან თქვენს პატარებს ჯადოსნური საჩუქრები წაუღეთ!” – მოუწოდებენ ხელოვნების სასახლის მესვეურები დამთვალიერებლებს.