6 დეკემბერი, 2016

“ქვეყანას პატრონი არ ჰყავს!”

zura-xachidze1წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არაერთმა მომღერალმა და მსახიობმა გამოთქვა. მათ შორის იყო ჯგუფის “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი ზურა ხაჩიძე, რომელიც მშობლიურ ბორჯომში იყრიდა კენჭს.

მართალია ზურა პარლამენტში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ ხელისუფლებას ქვეყნისა და ხალხის მზრუნველობისკენ მოუწოდოს.

ზურა ხაჩიძე:

“მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ერთი თვეა არ ვყოფილვარ და კიდევ უფრო დიდი გაჭირვება დამხვდა გარშემო, რაც ჩამოვედი! ხალხს მიხედეთ, თორე ძალინ ცუდად დამთავრებთ, მითქვამს მე თქვენთვის!”