29 დეკემბერი, 2016

უპრეცედენტო მოვლენა ქართულ თეატრში

ქართული თეატრი მაქსიმალურად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე თეატრალური სამყაროს სიახლეებს და მაყურებელს საინტერესო და ახლებური წარმოდგენები შესთავაზოს.

გამონაკლისი არც პანტომიმის თეატრია. “თუ შენ ვერ მოდიხარ პანტომიმის თეატრში, მაშინ პანტომიმის თეატრი მოდის შენთან!” – ამ დევიზით ქართველმა მიმებმა უპრეცედენტო პროექტი განახორციელეს – პირველად ქართული თეატრის ისტორიაში საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი პირდაპირ ეთერში ითამაშა და სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” ჩართვა გააკეთა.

მიმების შოუს ნახვის შესაძლებლობა ყველას მიეცა. სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა – მთლიანობაში შოუს 4000-მდე მაყურებელმა უყურა.