27 დეკემბერი, 2016

“ნუ მელაპარაკებით გონორით!”

ამ ფრაზით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა და სოხუმის თეატრის მსახიობმა დიმიტრი ჯაიანმა თავის კოლეგებს მიმართა.

მსახიობი კოლეგებს პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ასმათ ტყაბლაძეს და გოგა გველესიანს გვერდში დგომას შეჰპირდა.

დიმიტრი ჯაიანი:

“არ გავრიოთ პოლიტიკა თეატრში! ვატყობ, რომ პოლიტიკა შემოვა თეატრში, ეს არ უნდა დავუშვათ და გონორით ნუ მელაპარაკებით! ყველამ იცის, როგორ მოვედი თეატრში, რა იყო და როგორ იყო. რომ ამბობთ დავიტანჯეთო, მე რომ დავიტანჯე, ისე ვინმე დატანჯულა? მაგრამ ვინმეს მოვახვიე ჩემი აზრი? როგორც აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი, გეუბნებით, რომ უფრო ჩახედული ვარ ამ სფეროში, ვიდრე თქვენ. ამიტომ გეუბნებით, ქარიშხალს ნუ ავტეხავთ ჭიქაში! მინისტრი იმიტომ ვარ, რომ თქვენ შეგიწყოთ ხელი და ჩემს კოლეგებს დავუდგე გვერდში. სადაც თქვენ წახვალთ, ყველგან გვერდში დაგიდგებით და თქვენს პოზიციას დავიჭერ.”

ასმათ ტყაბლაძე:

“პოლიტიკა თეატრში დიდი ხნის შემოსულია!”

გოგა გველესიანი:

“პოლიტიკა დიდი ხანია მოსულია თეატრში! ვგულისხმობ მსახიობებს, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიოდნენ და კაციშვილს ხმა არ ამოუღია. დღეს ის მსახიობები სამწუხაროდ, არ ჩანან. მინდა ზუსტად ის მსახიობები გამოჩნდნენ.”