4 დეკემბერი, 2016

მომღერლები ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად

zviad-beriashvil37 წლის ასაკში გარდაცვლილი ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად მისი კოლეგები ერთიანდებიან.

ანსამბლები “რუსთავი”, “ბასიანი”, “იმერი”, “ერისიონი”, “თბილისი”, “შვიდკაცა”, “შავნაბადა”, “დიდგორი”, “სახიობა”, “ანჩისხატი”, “იბერი”, “მუხამბაზი”, “ერთობა”, “ქალდეა”, “დავითიანნი” და სამების საპატრიარქო გუნდი ერთობლივ კონცერტს გამართავენ და ზვიადის ოჯახს დაეხმარებიან.

10 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზვიად ბერიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ”ჩვენ ზვიადისთვის” ჩატარდება. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება მომღერლის ოჯახს – მის მეუღლესა და სამ ქალიშვილს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ.