22 დეკემბერი, 2016

“თეთრი ბაირაღები” ივრითზე

ნოდარ დუმბაძის შემოქმედება მრავალ ენაზეა თარგმნილი. ამჯერად მზიანი გულის მწერლის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები “თეთრი ბაირაღები” ივრითზე ითარგმნა.

ინფორმაცია ნოდარ დუმბაძის შვილმა, მანანა დუმბაძემ გაავრცელა:

“თეთრი ბაირაღები: (“საბრალდებო დასკვნა”- პიესა) ივრითზე. თარგმნა სიმონ კრიხელმა. ხელნაწერი (ანუ როტოპრინტზე ნაბეჭდი) მაგიდაზე მიდევს და ახალ სიცოცხლეს ელოდება. ახლა ამ მოვლენას კარგი პატრონობა უნდა და თუ დამეხმარებით ჩემი ქართველი ებრაელები, მთელი ცხოვრება თქვენი მოვალე ვიქნები. ვეძებ გამომცემლობას ან თეატრს, რომ ამ პიესით დავაინტერესო.”