30 დეკემბერი, 2016

დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა

მომღერალი დათუნიკა სხირტლაძე კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია მომღერალმა და ანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელმა გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“რამდენიმე საათის წინ ამბროლაურში, სცენაზე კონცერტის დროს გარდაიცვალა შესანიშნავი ხელოვანი, ჩემი მეგობარი დათო (დათუნიკა) სხირტლაძე.

ძალიან დიდი დანაკლისია მისი გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისათვის! ძალიან დაგვაკლდები დათუნიკა.”