1 დეკემბერი, 2016

დავეხმაროთ საინგილოს ქართულ თეატრს!

dimitri-xvtisiaამ ინიციატივით ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გამოდის და კოლეგებს თანადგომისკენ მოუწოდებს.

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

“ძვირფასო მეგობრებო! ორშაბათს 5 დეკემბერს 17 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე დარბაზში საგასტროლო სპექტაკლს “იავნანამ რა ჰქმნა” მართავს საინგილოს ქართული თეატრი.

ვისაც გაქვთ სურვილი, ამ ქართულ თეატრს დავეხმაროთ კოსტუმებით თუ რეკვიზიტით, ამაზე კარგი შანსი არ გვექნება.

გვეწვიეთ, გვერდში დავუდგეთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, დღევანდელი ტერიტორიული მოწყობის პირობებში ერთადერთ ქართულ თეატრს საქართველოს ფარგლებს გარეთ!!!”