7 დეკემბერი, 2016

გიორგი მიქაძისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის გასტროლი ისრაელში

giorgi-mikadze-v-kakhidzeჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტის შემდეგ, პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მაესტრო ვახტანგ კახიძესთან, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად ისრაელში გაემგზავრა.

კონცერტების სერია დაგეგმილია სამ ქალაქში – ჰერცლიაში, აშდოდსა და იერუსალიმში.

აღსანიშნავია, რომ 10 დეკემბერს, ქალაქ იერუსალიმის თეატრში გამართული კონცერტი შოთა
რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

საგასტროლო ტურნე ისრაელში საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტროს
მხარდაჭერით ხორციელდება.

giorgi-mikadze

giorgi-with-orchestra