9 დეკემბერი, 2016

ქართული ფილმი სალონიკში დააჯილდოვეს

სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმი დააჯილდოვეს.

რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ლეთა” პრიზი კინოფესტივალზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

ფილმი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე აჩვენეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ეს დეას რიგით მეორე ფილმია. “ლეთა” კანის კინოფესტივალზეც მოხვდა.

უახლოეს მომავალში ქართველი რეჟისორის ნამუშევარს ბრაზილიაში გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალსა და ზაგრების კინოფესტივალზე აჩვენებენ.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...