18 დეკემბერი, 2016

ქართველი მოდელი საერთაშორისო კონკურსის ტოპ ხუთეულში

სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე “Best Global Model of the Year 2016” საქართველოს წარმომადგენელი ტოპ ხუთელში მოხვდა. კონკურსი პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში ჩატარდა.

კონკურსში მონაწილე 50 ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო ხუთეულში 19 წლის ნინი გრძელიშვილი დასახელდა და ორი ნომინაციის მფლობელიც გახდა.

ინფორმაცია სამოდელო სააგენტო “კატრინის” ხელმძღვანელმა ეკა მგალობლიშვილმა გაავრცელა. ეკა სამოდელო სააგენტო “კატრინის” ხელმძღვანელია და ნინიც ამ სააგენტოს მოდელია:

“მოგვილოცეთ!!! მორიგი წარმატება საქართველოს!!! 50 ქვეყანას შორის, ნინი გრძელიშვილი თოპ 5 და 2 ნომინაციის მფლობელი გახდა – Best Catwalk და Best National Costume.

მადლობა მინდა გადავუხადო ნუგზარ კვანტალიანს, რომელმაც იზრუნა კონკურსანტის ჩაცმულობაზე, Best Global Model of the Year პრეზიდენტს Joao Valle-ს. სამოდელო სააგენტო ,,კატრინი”, კვლავ გამარჯვებასთან ასოცირდება.”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...