სალომე კორკოტაშვილი ამერიკული კონკურსის გამარჯვებულია

2 დეკემბერი, 2016

salome-korkotaქართველი მოღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომელიც მუსიკალურ წრეებში SALIO-ს ფსევდონიმით არის ცნობილი, დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა და თავის შემოქმედებას ევროპასა და ამერიკაშიც უზიარებს მსმენელს.

სალომემ საერთაშორისო წარმატებას ამერიკაში მიაღწია. ის ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის კონკურსის გამარჯვებულად დაასახელეს.

SongBuilder Studios-მა გამოაცხადა კონკურსი, სადაც სალომე კორკოტაშვილმა კომპოზიტორის და მომღერლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. მან კონკურსზე სიმღერა „Wayside“ წარადგინა და გამარჯვებულიც გახდა.

კონკურსის დასრულების და საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაცია SongBuilder Studios-მა ოფიციალურად გაახმოვანა.

გააზიარეთ