25 დეკემბერი, 2016

ნინო სურგულაძე დააჯილდოვეს

საოპერო მოღმერალი ნინო სურგულაძე დააჯილდოვეს.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო სოპრანოს მრავალრიცხოვან ჯილდოებს კიდევ ერთი შეემატა.

ნინო სურგულაძემ ჯილდო მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” დაფუძნებისთვის მიიღო.მას “ოქროს პერგამენტი” გადაეცა.

2016 წელს ყველაზე ქველმოქმედ ფონდად “ნატვრის ხე” აღიარეს. გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და გამოკითხულთა უმრავლესობამ ნინო სურგულაძის მიერ დაარსებული ფონდი ყველაზე ქველმოქმედად მიიჩნია.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. საქველმოქმედო კონცერტებზე შეგროვილი თანხით ფონდი სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...