19 დეკემბერი, 2016

ნილ საიმონის კომედია მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთობლივ პროექტს ახორციელებენ.

ამერიკელი დრამატურგის ნილ საიმონის კომედიას „მგზნებარე შეყვარებული“ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი მაია სხირტლაძეა, მუსიკალური გამფორმებელი ალექსანდრა ლორთქიფანიძე.

სპექტაკლში მონაწილეობს ზუგდიდის თეატრის ორი მსახიობი მარინა დარასელია და მზევინარ ჩარგაზია და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები ნინო კიკაჩეიშვილი, სოფიო ებრალიძე, ვახტან ნოზაძე, ბესო მეგრელიშვილი, მაკა ბარდაველიძე, ნინო ლეჟავა, ხათუნა ბერძენიშვილი და ქეთი ქიტიაშვილი.

პიესა 1969 წელს დაიწერა, მას შემდეგ არა ერთ ენაზე ითარგმნა და დღემდე მსოფლიოს უამრავი თეატრის რეპერტუარშია.

სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი საშუალო ასაკის, ზედმიწევნით მეოჯახე მამაკაცია, რომელიც კრიზისულ პერიოდს განიცდის. რა სიმპტომები გააჩნია „საშუალო ასაკის კრიზისს“, რაში გამოხატება იგი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა „პრობლემების დავიწყების საუკეთესო საშუალებად“ ნილ საიმონი სიცილს გვთავაზობს. იუმორი ხომ ილუზიების, სუსტი და ძლიერ მხარეების, იმედებისა და საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება.

საპრემიერო სპექტაკლები 22, 23, 24 და 25 დეკემბერს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე 20 საათზე გაიმართება. სპექტაკლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხადაჭერით განხორციელდა.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...