“თვალსა და ხელს შუა მეღუპება მეგობარი”

19 დეკემბერი, 2016

“ახლა თვალსა და ხელს შუა მეღუპება მეგობარი. ადამიანი, რომელთან ერთადაც გავიზარდე. 3 შვილის მამა. უნიჭიერესი ოპერატორი, ფოტოგრაფი, კარგი მეგობარი. ისევ ერთად დავდგეთ რა. გეხვეწებით, არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან,” – ამ მიმართვას ფოტოხელოვანი მარი ნაკანი ავრცელებს და საზოგადოებას კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენას სთხოვს.

მარი ნაკანი:

“ამ ქალაქში ცხოვრება თითქოს ძნელია, ინფლაცია, გაჭირვება… კი, ეგრეა მაგრამ საკმარისია რამე ვინმეს გაუჭირდეს, ეგრევე ყველა ცდილობს დახმარების ხელი გამოგვიშვიროს.

რაც ფეისბუქი მაქვს, ერთად 2 სახლი ავუშენეთ გაჭირვებულ დედებს და უამრავ ადამიანს დავეხმარეთ ხომ გახსოვთ, ხომ ფაქტია?

სულ მაქვს იმის იმედი, რომ დავასტატუსებ პრობლემას და ეგრევე ბევრი ადამიანი ამომიდგება გვერდში!

აი, ახლა, თვალსა და ხელს შუა მეღუპება მეგობარი.
ადამიანი, რომელთან ერთადაც გავიზარდე.
3 შვილის მამა.
უნიჭიერესი ოპერატორი, ფოტოგრაფი, კარგი მეგობარი.
ისევ ერთად დავდგეთ რა.
გეხვეწებით, არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან.
რატი, ლამაზი, საყვარელი, ნიჭიერი რატი. მე პირადად ვერ ვაპატიებ ჩემ თავს რატის რომ რამე დაემართოს.

ეს დღეები ლიტუკაზე ვიყავი გადართული და თქვენი დახმარებით ბავშვი უცბად დავაყენე ფეხზე.
გთხოვთ, ისევ დამეხმარეთ.
გავავრცელოთ რაც შეიძლება ბევრმა, თუ რატის ეხლა არ გაუკეთდება ოპერაცია, ის ფაქტიურად განწირულია.
ისევ თქვენი იმედი მაქვს.
ეს კონცერტი ბოლო შანსია.”

რატის დასახმარებლად მისმა მეგობრებმა არაერთი საქველმოქმედო საღამო მოაწყვეს.

20 დეკემბერს კი “ოტიუმში” კახაბერი და ხანუმები სალომე კორკოტაშვილთან ერთად კონცერტს გამართავენ. ბილეთის ფასი 30 ლარია.

მათ კი ვისაც რატი გომართელის დახმარების სურვილი აქვს, გახსნილია სპეციალური ანგარიში: GE 44 BG 000 000 076 050 0000

და ჩართულია ფასიანი ნომერი: 0 901 200 120

გააზიარეთ

 
...