28 დეკემბერი, 2016

ეროვნულ კინოცენტრს ბიუჯეტი შეუმცირეს

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ბიუჯეტი შეუმცირეს.

კინოცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას იწყებს. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციას, ეს ცვლილება ეროვნულ კინოცენტრსაც ეხება.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს კინოცენტრისთვის ბიუჯეტის შემცირებას, როგორც ცალკეული კინემატოგრაფისტებისთვის, ასევე მთლიანად სექტორისთვის.

აქედან გამომდინარე, ეროვნული კინოცენტრი აკეთებს ყველაფერს, რათა არსებული მდგომარეობა ნაკლბად მტკივნეულად აისახოს სექტორზე.

ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ზემდგომ ორგანოებთან. იმედი გვაქვს, რომ 2017 წელი ქართული კინოსთვის პრობლემების მომტანი არ იქნება.”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...