21 დეკემბერი, 2016

“დედამ” იტალიის საერთაშორისო ფესტივალი მოიგო

ქართული ფილმი “დედა”, რომელიც ყველა მარტოხელა დედას ეძღვნება, იტალიის 23-ე Corto Imola Festival-ის გამარჯვებული გახდა.

“რეჟისორმა რატი წითელაძემ, პოეტური შავ-თეთრი ფილმის საშუალებით, რომელშიც დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს, შეძლო რეალური ისტორიის დრამის ჩვენება: მარტოხელა დედა, იძულებულია საკუთარი შვილის არსებობა დამალოს საზოგადოებისგან, რომელსაც მხოლოდ განკიცხვა შეუძლია,” – ასე აფასებს ქართველი რეჟისორის ნამუშევარს Corto Imola Festival.

ფესტივალზე შესული 1587 ხმიდან “დედამ” ყველაზე ბევრი ხმა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ იტალიურ ფილმს 74 ხმით გადაასწრო.

ბოლო თვის მანძილზე ფილმმა უკვე 4 მთავარი პრიზი მოიპვა საერთაშორისო ფესტივალებზე: 20th Faludi Filmszemle, უნგრეთი. V Mostra de Curtmetratges per la Identitat, ესპანეთი. 5th Tetova International Film Festival, მაკედონია.

“დედა” მსოფლიო მაშტაბით 100-ზე მეტ ფესტივალზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში იქნა ნაჩვენები. ფილმს ასევე მოპოვებული აქვს პრიზები ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, არგენტინის და სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.

“საქართველოში, 40.000-მდე მარტოხელა დედაა, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება… მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს შევხვდი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ მოვიპოვე ვერანაირი ინფორმაცია, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო მარტოხელა დედებს. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ გმირი დედების მიმართ,” – ამბობს ფილმის რეჟისორი რატი წითელაძე.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...