“დაფიქრდით!”

28 დეკემბერი, 2016

“იქნება ვინმე დაინტერესდეს და მიაქციოს ყურადღება ამ სისტემურ “მაიმუნობას”… მე ბავშვებზე ვნერვიულობ და ეს სტატუსიც ჩვენი მომავალი თაობის სწორად აღზრდაზე ნერვიულობამ დამაწერინა…” – აცხადებს პოეტი გელა დაიაური:

“არ ვიცი, ამ პოსტს ვის საყურადღებოდ ვწერ… მშობლების, პედაგოგების თუ მთლიანად სისტემის საყურადღებოდ.

რატომ აგროვებინებენ ფულს მშობლებს საჩუქრების საყიდლად სასკოლო ზეიმისთვის? რატომ აგროვებენ მშობლები ფულს პედაგოგის დაბადების დღისთვის? თუ ფული არ გაქვს, შენს შვილს დაბალ ნიშანს დაუწერს, შენ შვილს ყურადღებას არ მიაქცევს…

იქნება ვინმე დაინტერესდეს და მიაქციოს ყურადღება ამ სისტემურ “მაიმუნობას”… მე ბავშვებზე ვნერვიულობ და ეს სტატუსიც ჩვენი მომავალი თაობის სწორად აღზრდაზე ნერვიულობამ დამაწერინა… დაფიქრდით… მიაქციეთ ყურადღება!!!

P.S. პედაგოგებო, თქვენ თქვით უარი მსგავს რამეებზე… მეტ პატივისცემას გამოიწვევთ აღსაზრდელებში და მშობლების თვალში… (10 წელი ვიმუშავე პედაგოგად და მსგავსი არაფერი ყოფილა ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობაში).”

გააზიარეთ