10 დეკემბერი, 2016

დავით დოიაშვილის “მეფე ლირი” რუმინეთში

რუმინეთში, ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში ქართველი რეჟისორის დავით დოიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის “მეფე ლირის” პრემიერა გაიმართება.

უილიამ შექსპირის უკვდავი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რუმინელი მაყურებელი 11 დეკემბერს იხილავს.

რუმინეთის პრესა და ტელევიზია ქართველი რეჟისორის მიერ განხორციელებულ სპექტაკლს აქტიურად აშუქებს. რუმინეთის არხებზე ტრიალებს “მეფე ლირის” პრემიერისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეორგოლი.

სპექტაკლს დავით დოიაშვილი ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში უკვე ერთ თვეზე მეტია დგამს. მეფე ლირის როლს რუმინელი მსახიობი მიჰაი კონსტანტინი ასრულებს.

წარმოდგენისთვის მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა. ის ორჯერ გახდა წლის საუკეთესო კომპოზიტორი ხორვატიის თეატრის აკადემიის დაჯილდოვებაზე, ერთხელ სპექტაკლის მუსიკისათვის “მაკბეტი” და მეორედ “ცხოვრება იდიოტისა”.

რუმინული პრესა წერს, რომ დავით დოიაშვილის “მეფე ლირისადმი” მოლოდინი დიდია, რადგან სპექტაკლი სავსე იქნება სიახლეებითა და სიურპრიზებით.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...