14 დეკემბერი, 2016

გიორგი ბახუტაშვილის ახალი ამპლუა

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო. ცოტნე ცოტაშვილის როლმა მას არნახული პოპულარობა მოუტანა და გულშემატკივართა მთელი არმია შესძინა.

სერიალის ახალ სეზონში გიორგი ბახუტაშვილი აღარ მონაწილეობს. “ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელებმა მიიჩნიეს, რომ ცოტნე ცოტაშვილმა საკუთარი თავი ამოწურა და მსახიობს დაემშვიდობნენ.

გიორგი ბახუტაშვილი ხანმოკლე პაუზის შემდეგ ეკრანს კვლავ დაუბრუნდა, თუმცა სულ სხვა ამპლუაში – გიორგი ეკა ამირეჯიბთან ერთად შოუს “შენ შეგიძლია ცეკვა” წამყვანი გახდა.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...