განსაკუთრებული ჯილდო ნანი ბრეგვაძეს და ელდარ შენგელაიას

7 დეკემბერი, 2016

nani-eldarმომღერალი ნანი ბრეგვაძე და რეჟისორი ელდარ შენგელაია განსაკუთრებულ ჯილდოს მიიღებენ.

ქართული საზოგადოებისთვის გამორჩეული ხელოვანები მთელი თავისი ცხოვრება ქართულ კულტურას ემსახურებიან. ნანი ბრეგვაძის სიმღერებსა და ელდარ შენგელაიას ფილმებზე თაობები აღიზარდნენ.

2016 წელს საქართველოს კულტურის პალატის მიერ დაწესებული პრიზი “ხალხის რჩეული” სწორედ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს და გენიალურ კინო-რეჟისორს ელდარ შენგელაიას გადაეცემათ.

ხელოვანების დაჯილდოება 24 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება.