27 დეკემბერი, 2016

ბრავო ნიკა გვარამია!

სახალხო პროექტმა “ნიჭიერი” ახალი სეზონის პირველი პირდაპირი ეთერი წარმოადგინა.
8 კონკურსანტიდან მაყურებელმა თავისი რჩეული დაასახელა. ის პატარა მომღერალი გიორგი ცისკაძე გახდა, ჟიურიმ კი თავისი არჩევანი ილუზიონისტ ლაშა გელაშვილზე შეაჩერა.

“ნიჭიერის” ერთ-ერთ კონკურსანტს აჩიკო ლიხაშვილს კი, რომელიც ეტლში ზის და ამის მიუხედავად 6-ათას კილოგრამიანი ავტობუსი გასწია, ნიკა გვარამიამ 10.000 ლარით დაასაჩუქრა.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ეს გადაწყვეტილება მაყურებელმა განსაკუთრებულად მოიწონა და ნიკა გვარამიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

“ბრავო ნიკა გვარამია!”
“გვარამია, შენს ადამიანობას ვენაცვალე!”
“მაგარი არ მევასება გვარამია, მაგრამ საღოლ!”
“ყოჩაღ ნიკას, დიდი საჩუქარია საახალწლოდ.”
“ყოჩაღ ძალიან კარგი გადაწყვეტილებისთვის ნიკას.”
“ნიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რა მაგარიც არის.”
ყოჩაღ გვარამია!”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...