8 დეკემბერი, 2016

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია

ewrovizia9992017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადების მიღება შეწყვიტა.

7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა იმ მუსიკოსსა და ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენდნენ სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერებს.

სულ საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდა 27 განაცხადი – კონკურსანტების სრული სია ასეთია:

ნანუკა გიორგობიანი
გიორგი ჩიქოვანი
დავით შანიძე
ტრიო “მანდილი”
ანჩო დოლიძე
ელენე მიქიაშვილი
ანდრია გველესიანი
ჯგუფი The Mins
ალისა დანელია
რატი დურგლიშვილი
ბრენდონ სტოუნი და ეთერ ბერიაშვილი
თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი
ჯგუფი EOS
დიმა კობეშავიძე
მალიბუ
ჯგუფი Asea Sool
ნათია ბიძინაშვილი
მიშა სულუხია
ანი კეკუა
თაკო გაჩეჩილაძე
ჯგუფი Limbo
მარიამ ჩაჩხიანი
ნუცა ბუზალაძე
ჯგუფი შპარკლე
ნინო ბაშარული
ჯგუფი ForceMajeure
მარიკო ლეჟავა

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კიევში წარადგენს.