23 დეკემბერი, 2016

“ადამიანებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული ხელოვნებაა!”

– ადამიანებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული ხელოვნებაა! რამდენი ინდივიდიცაა, იმდენია ხასიათი! – ამბობდა პოეტი ანა კალანდაძე და ძნელია მას ამაში არ დაეთანხმო.

ადამიანების შეცნობა საკმაოდ რთულია, რადგან ყველა ინდივიდია, თუმცა ცნობილ ადამიანებს აქვთ გარკვეული მოსაზრებები ადამიანებთან დაკავშირებით, რომელსაც “არტ ინფო” გაგაცნობთ.

სერგეი ბულგაკოვი – ადამიანი – ცოცხალი წინააღმდეგობაა და ამ ხარისხში ცოცხალი გამოცანაა.

ჯოზეფ ადისონი – ადამიანები არაფერს ისე უხალისოდ არ იღებენ, როგორც რჩევებს.

ფილიპ დორმერ ჩესტერფილდი – ადამიანები ვერ იტანენ იმას, ვინც აგრძნობინებს მათ თავიანთ არასრულფასოვნებას.

ჯემალ ქარჩხაძე – ადამიანი მიჩვეულია შაბლონებით აზროვნებას. ჩვენ თვითონ სიმარტივისთვის ვქმნით შაბლონებს და მერე ისე ვეპყრობით, თითქოს ღვთით დაწესებული კანონი იყოს. რა მოეთხოვება კაცს? ან ვისგან მოეთხოვება? კაცი იმას აკეთებს, რაზედაც სინდისი გაწვდება. სინდისს კი ყველა საკუთარი მტკაველით ზომავს.

ჭაბუა ამირეჯიბი – კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს.

ოსკარ უაილდი – ადამიანები მეტად ლმობიერნი არიან. ისინი მზად არიან, ყველაფერი შეიწყნარონ, გარდა გენიისა.

ლეონარდო და ვინჩი – ადამიანები ერთიმეორეს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ შორეული ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.

ჟან დე ლაბრიუერი – ადამიანების ერთმანეთის არც გარეგნობა მოსდით თვალში და არც საქციელი. სხვისი მოქმედება, ყოფაქცევა, აზრები, გამოთქმები, არაფერი ეპიტნავებათ, არაფერი აკმაყოფილებთ. ერთი რაღაცას ყვება, ამბობს ან კითხულობს, მეორე კი ამ დროს წარმოიდგენს, მსგავს შემთხვევაში თვითონ რას გააკეთებდა, რას გაიზიარებდა, რას დაწერდა. ადამიანი ისეა სავსე საკუთარი ფიქრებით, რომ სხვისთვის ადგილი აღარ რჩება.

ჟან ჟაკ რუსო – ადამიანები იყავით ადამიანურნი, ეს თქვენი პირველი მოვალეობაა.

ფრანსუა დე ლაროშფუკო – ადამიანების შეცნობა უფრო ადვილია საერთოდ, ვიდრე ერთი კაცისა კერძოდ.

ფრენსის ბეკონი – ადამიანები, რომელთაც მეტად ბევრი ხინჯი აქვთ, უწინარეს ყოვლისა, მათ სხვებში ამჩნევენ.

ლეონარდო და ვინჩი – ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ. ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ მეტყველებს.

შარლ ლუი დე მონტესკიე – ადამიანები უცვლელი კანონებით იმართებიან: არსება, რომელიც ჭკუითაა დაჯილდოებული განუწყვეტლივ არღვევს ღმერთის და თავის მიერ დადგენილ კანონებს.

მაქსიმილიან რობესპიერი – ადამიანები დაანაწილეთ არა მათი სიმდიდრისა და მდგომარეობის მიხედვით, არამედ მათი ზნეობრივი ღირსებების მიხედვით.

ჩინური ანდაზა – ადამიანები და არა კედლები, ქმნიან ქალაქებს.